დათვალიერება
 
           მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების (მარკის, მოდელის, ტიპის, ფერის, გამოშვების წლის, ძარის, ძრავის და შასის საიდენტიფიკაციო ნომრების, მაქსიმალური დასაშვები და დაუტვირთავი წონების) წარმოდგენილ დოკუმენტებთან ვიზუალურ შედარებას, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.
           დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით.
           მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება წარმოებს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე. გარდა აღნიშნულისა შესაძლებელია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე დათვალიერება. თუ  დასათვალიერებელი საშუალებების რაოდენობა არ არის 5 ერთეულზე მეტი, მომსახურების საფასური შეადგენს ერთეულზე 20 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე - 036 კოდზე, თუ დასათვალიერებელი საშუალებების რაოდენობა არის 5 ერთეულზე მეტი მომსახურების საფასური შეადგენს ერთეულზე 10 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე - 039 კოდზე.
        დასათვალიერებლად წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნომრიანი აგრეგატების (ძარის, ძრავის, შასის) საიდენტიფიკაციო ნომრების აღნიშვნის ადგილების სისუფთავეს.
          სატრანსპორტო საშუალების, ტექნიკური მდგომარება უნდა იძლეოდეს საშუალებას განისაზღვროს მისი ფერი და ტიპი.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დამთვალიერებელი პირი (ინსპექტორი), გატაცებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების გამოვლენის მიზნით, დათვალიერების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეკვიზიტების მდგომარეობაზე. მათი გადაკეთების, ან გაყალბების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
          საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, დათვალიერებისას ყურადღება ექცევა თვითნაკეთი და გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციების დადგენილ ნომრებთან შესაბამისობას. იკრძალება დარღვევით გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, ან რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა.
           გადაკეთების წესების დარღვევის ყველაზე გავრცელებულ სახეს მიეკუთვნება სატვირთო ავტომანქანების ჩარჩოს კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანა (გარდა დამამზადებელი ქარხნის მიერ გათვალისწინებულისა), თვითმცლელი ავტომანქანის ძარის ბორტების 400მმ-ზე მეტად ამაღლება, სატრანსპორტო საშუალებაზე თვითნაკეთი, ან დამატებითი საწვავის ავზების დამონტაჟება და ა. შ.
           თვითნაკეთი და გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისათვის დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტირებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.
          მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერების ხანგრძლივობა მოიცავს რამოდენიმე წუთს და დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციულ თავისებურებაზე. იგი მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში  მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების შედეგების გაფორმების ელექტრონული ვერსიის დანერგვით, რამაც მთლიანად გამორიცხა დათვალიერების აქტების ხელით შევსება. ინსპექტორი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგებს დათვალიერების მოედნიდან კომპიუტერის საშუალებით პირდაპირ უგზავნის მარეგისტრირებელ ინსპექტორს, რის შედეგადაც მოქალაქეთა მომსახურება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

 

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.5883
ევრო
2.7402
რუბლი
4.4717
ლარი
1