გრძელვადიანი ტრანზიტი

 1. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრაველჯერადი გამოყენების მიზნით გაცემულ შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით.

2. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვს გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭონ:

ა) საქართველოში დარეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქართველოში დროებით დაურეგისტრირებელ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლთა რეგისტრაცია არ განხორციელდა კანონმდებლობით  განსაღვრულ ვადაში;

გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას;

დ) უცხოეთში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოყვანილები იქნენ დროებით 90 დღეზე ნაკლები ვადით;

ე) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.

4. გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა დროებითი მოწმობა.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4751
ევრო
2.6996
რუბლი
4.3579
ლარი
1