კრიმინალისტიკური შემოწმება
          საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების განბაჟებისა და შემდგომი რეგისტრაციის გამარტივების მიზნით “ერთი სარკმლის” პრინციპით სამუშაოდ, მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე  საბაჟო პროცედურებს ახორციელებს  საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთი დანაყოფი.  აღნიშნული დანაყოფის პარალელურად შსს მომსახურების სააგენტოს  მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოში ფუნქციონირებს  მე -2 განყოფილება.
        განყოფილება დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის სპეციალისტებით, მათ მიღებული აქვთ იურიდიული განათლება, ექსპერტ-კრიმინალისტის და საქონელ-მცოდნის კვალიფიკაცით.
        მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება წარმოებს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე.  მისი შემოწმების საფასური შეადგენს 20 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე, 033 კოდზე.  გარდა აღნიშნულისა შესაძლებელია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე შემოწმება. თუ  შესამოწმებელი საშუალებების რაოდენობა არ არის 5 ერთეულზე მეტი, მომსახურების საფასური შეადგენს ერთეულზე 20 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე - 047 კოდზე, თუ შესამოწმებელი საშუალებების რაოდენობა არის 5 ერთეულზე მეტი მომსახურების საფასური შეადგენს ერთეულზე 10 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე - 048 კოდზე.
სამუშაო პროცესი შეიცავს ა/მანქანების ტექნიკურ და კრიმინალისტიკურ შემოწმებას, რომლის დროსაც დგინდება ა/მანქანის ქარხნიდან გამოშვების წელი, მისი ძრავის მოცულობა, რაც წინა პირობაა საბაჟო გაფორმების ჯგუფებისათვის სწორი აქციზური განაკვეთების განსაზღვრისათვის.
      განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ა/მანქანების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დატვიფრულ საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრებს, რომლებიც შედგება 17-ნიშნისაგან. მათგან პირველი სამი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას და ქარხანა-დამამზადებლის კოდს, შემდგომი ხუთი ნიშანი აღნიშნავს ნაწარმის ინდექსს, ხოლო ბოლო შვიდი ნაწარმის რიგით საწარმო ნომერს. ხშირ შემთხვევაში მე-10 და მე-11 პოზიციაზე არსებული ნიშანი აღნიშნავს ნაწარმის გამოშვების წლის  აღმნიშვნელ კოდს.
      ჩამოყალიბების დღიდან განყოფილების სპეციალისტების მიერ, გამოვლენილ იქნა 200-ზე მეტი ა/მანქანა, რომელთა საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, მისი შეცვლის (გადაკეთების) მიზნით. შემდგომი რეაგირებისათვის აღნიშნული ა/მანქანები გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მათაგან უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნებში  გატაცების შემდეგ იყვნენ ჩამოყვანილი საქართველოში. არის შემთხვევები, როდესაც  ა/მანქანების დღევანდელი მფლობელები არიან კეთილსინდისიერი მყიდველები და მათ არ აქვთ ინფორმაცია  კუთვნილი ა/მანქანების წარმომავლობის შესახებ.
      ამჟამად განყოფილების სპეციალისტების გულისხმიერი მუშაობის შედეგად ასეთი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამასთან ერთად გამარტივებულია პროცედურა იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან ა/მანქანების იმპორტით. გარდა ამისა ქვეყნის მოქალაქეები დაცულნი არიან საეჭვო წარმომავლობის მქონე ა/მანქანების შეძენისაგან.
     აღნიშნული განყოფილების სპეციალისტები გარდა მომსახურების სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა მომსახურებას ახორციელებენ ქ. ფოთისა და ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურებში.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

 

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.3983
ევრო
2.7923
რუბლი
4.0713
ლარი
1