საკუთრების დოკუმენტი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა წარმოებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით.

 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება  დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს:
ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება );
ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);
გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);
ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);
ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა-ანგარიში);
ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება):
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო  (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება “მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ”);
კ) უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი:
ლ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა ორგანომ ან უფლებამოსილმა ორგანომ (წერილობითი მომართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ ფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნების თობაზე);
მ) სააგენტოს დირექტორმა (ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე).

---------------------------------------------------------------------------

პირველადი რეგისტრაცია

პირველადი რეგისტრაცია არის მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა).

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის დროს აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
დ)  განცხადება;
ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები:
ე.ა) სანომრე ნიშნის საფასური 35 ლარი - კოდი 006;
ე.ბ)ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005;
ვ) შიდა ტრანზიტი.

        ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა 1 დღის განმავლობაში.

---------------------------------------------------------------------------

გადაფორმება

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.) სარეგისტრაციო სამსახურში აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
დ) ერთობლივი განცხადება;
ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები:


1. სანომრე ნიშნის საფასური 35 ლარი - კოდი 006;
2. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005

---------------------------------------------------------------------------

ადგილმდებარეობის შეცვლა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) განცხადება;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;        
გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ე.ა) ქვეყნის შიგნით: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი  – კოდი 005.
ე.ბ) ქვეყნის გარეთ გაყვანით: სატრანზიტო სანომრე ნიშნის საფასური 30 ლარი

---------------------------------------------------------------------------

მემკვიდრეობა

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან მემკვიდრე საკუთრებაზე უფლებას იძენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ).

მემკვიდრის მიერ სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების შემთხვევაში აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) განცხადება;
ბ) სამკვიდრო მოწმობა;
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;        
დ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
ე) პირადობის მოწმობა;
ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
   ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი  – კოდი 005.

---------------------------------------------------------------------------

სახელის შეცვლა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის ან იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლისას  აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) მესაკუთრის განცხადება;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე);
დ) გვარის, სახელის  ან სახელწოდების  შეცვლის დამადასტურებელი საბუთი;
ე) პირადობის მოწმობა;
ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
    ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი  – კოდი 005.

---------------------------------------------------------------------------

მოწმობის აღდგენა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაკარგული  სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის მესაკუთრის მიერ აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) მესაკუთრის განცხადება;
ბ) დათვალიერების აქტი (დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლამდე. აქტი იბეჭდება ადგილზე);
გ) პირადობის მოწმობა;
დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:

 ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005.

---------------------------------------------------------------------------

სანომრე ნიშნის აღდგენა

 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაკარგული  სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენისათვის მესაკუთრის მიერ აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) მესაკუთრის განცხადება;
ბ) ტარნსპორიტის სარეგისტრაციო მოწმობა;
გ) ცნობა დაკარგვის შესახებ;
დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
      სანომრე ნიშნის საფასური 35 ლარი - კოდი 006.

 

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.5883
ევრო
2.7402
რუბლი
4.4717
ლარი
1