Tegeta Truck & Bus
მისამართი:ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.
ელ. ფოსტა:info@man.com.ge
ტელეფონი:224-44-44 226-44-44
ვებ-გვერდი:www.man.com.ge
შპს „თეგეტა თრაქ & ბას" დაარსდა 2006 წელს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კონცერნის MAN NUTZFAHRZEUGE AG-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
მოკლე ხანში, კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის საქმისადმი ერთგულებამ და თავდაუზოგავმა შრომამ უზრუნველყო პარტნიორთა სპექტრის გაფართოება.

დღეისათვის შპს „თეგეტა თრაქ & ბას" არის MAN-ის, SCHMITZ CARGOBULL-ის, CIFA-ს, FAUN-ის, KATMERCILER-ის, TEREX-ის, ISUZU-ს და მრავალი სხვა მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში. კომპანია გთავაზობთ ყველა სახის სატვირთო ავტომობილებსა და სპეციალური დანიშნულების მანქანებს, ბეტონის და ინერტული მასალების დამამუშავებელ სისტემებს, მუნიციპალურ ტექნიკას. ჩვენი პროფესიონალური ჯგუფი შეგირჩევთ და დაგიპროექტებთ მანქანებს, რომელიც ოპტიმალურად შეესაბამება თქვენს სამშენებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ნებისმიერი სახის ამოცანას და ხელს შეგიწყობთ თქვენი პროექტების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაში.

შპს „თეგეტა თრაქ & ბას" ასევე გთავაზობთ ნებისმიერი მოდელის ავტომობილების დიაგნოსტიკას და შეკეთებას ყველაზე თანამედროვე აპარატურისა და დანადგარების მეშვეობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უახლეს სერვის ცენტრებში.
გამოშვების წელი
-
ფასი
-
განბაჟებული
[X]

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1