დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

        გ.ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფასური შეადგენს 15 ლარს, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს    საბანკო 001 კოდზე;
        გ.ბ) მართვის მოწმობის დაკარგვასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე, 043 კოდზე, კანონმდებლობით დაწესებული საფასურის 20 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება დაკარგული მართვის მოწმობის იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მართვის მოწმობების გაცემის რეესტრით.
 
დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება თუ:

ა)  არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებული აქვს მართვის უფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
დ) მძღოლის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ.
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში, მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს.

ნაპოვნი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა.

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.3983
ევრო
2.7923
რუბლი
4.0713
ლარი
1