მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
გ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
დ) მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
ე) მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
ვ) მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
ზ) მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.
 
მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს შესაბამის საგამოცდო განყოფილებაში წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შესაცვლელი მართვის მოწმობა;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

     დ.ა) მართვის მოწმობის საფასური შეადგენს 15 ლარს გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 001კოდზე;

მძღოლის მოწმობის შეცვლა ხორციელდება იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრით.

 მძღოლის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორციელდება თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს მართვისუფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.5883
ევრო
2.7402
რუბლი
4.4717
ლარი
1